Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა):
ვთქვათ, 50 000 ლარის სარფიანი გამოყენება გვსურს.მოსწავლემ უნდა გადაწყვიტოს რა გზას აირჩევს თანხის დაბანდებისთვის:ნავთობში, ძვირფას ლითონში, შეიძენს რაიმე ვალუტას ან აქციებს.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის სხვადასხვა ხერხით მოძიების უნარი,ამ ინფორმაციის თვალსაჩინო და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის უნარი.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლემ თავისი ცოდნის, თანხის ოდენობის , ინტერესების მიხედვით შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელი სფერო.შეისწავლოს ამ სფეროში წინასწარი სტატისტიკური მონაცემები.გაითვალისწინოს ვალუტის სიმყარე, მოსალოდნელი მოგება, შეაფასოს შედეგები.
5მონაწილეთა ასაკი:
მეცხრე, მეათე ,მეთერთმეტე კლასები.
6.ვადები:
ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეს ამ პროექტის შესრულების შემდეგ გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარი,დაეხმარებათ ყოველდღიურიყოფაცხოვრებითი საკითხების გადაჭრისას სწორი გადაწყვეტილების უნარის, ალღოს გამომუშავებაში,გაიწაფებიან მოგროვილი მონაცემების ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენასა და ამ მონაცემების  შეჯამებაში.
მოსწავლეები სამუშაოს მსვლელობაში შეადგენენ ცხრილს ყოველდღიური მონაცემებით,ამ ცხრილის შესაბამის ჰისტოგრამას,წრიულ დიაგრამას.
8პროექტისთვისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
გაზეთები, ინტერნეტი, ტელევიზია.
9პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
თემა შევარჩიეთ მოსწავლეებთან შეთანხმებით, დავყავით ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცემთ განსხვავებულ გეგმას და ყოველ ჯგუფში გადავანაწილებთ მოვალეობებს,მთელი თვის დაკვირვების შემდეგ  ჯგუფები მიღებულ შედეგებს გამოსახავენ მოხერხებული ფორმით და შეადარებენ ერთმანეთის ფინანსურ მდგომარეობას.პროექტის დასასრულს დასახელდება ყველაზე ,,გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი" –ჯგუფი.
10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი:

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას (მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით);
  • არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
  • ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
11.პროექტის ხელმძღვანელი:ლალი ნარსავიძე
12.ხელმძღვანელის ელ ფოსტა:lalinarsavidze@gmail.com
13.პროექტის ვებ.გვერდი:lalinarsavidze.blogspot.com